wishlist0

მომხიბლავი დიზაინი ბავშვების ოთახში

ბავშვების საძინებელი ყოველთვის უნდა იყოს მოწყობილი ორიგინალური დიზაინით, რაშიც შესაბამის სფეროში მომუშავე კომპეტენტური პირები დაგეხმარებიან, თუმცა აღსანიშავია, რომ თქვენი ბავშვები არიან სიხარულით სავსენი, ბედნიერიერნი და თავისუფლები, ყოველთვის ეღიმებათ და ათიათასობით თამაშ-გასართობანას თამაშობენ.

როგორ გგონიათ, მათ მოეწონებათ ცივი ფერებით შესრულებული ოთახის კედლების დიზაინი? არა რადგან მათთვის მთავარი, სიხალისეა, რომელიც ემჩნევათ ყოველ წამს, აქედან გამომდინარე გირჩევთ ოთახი მრავალფეროვან, ნათელ და თბილ ფერებში წარმოდგენას. როცა ბავშვები იზრდებიან უმნიშველოვანესია, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი ოთახი, კომფორტული პირადი სივრცე, სადაც შეძლებენ მშვიდად ძილს, თამაშს და მეცადინეობას.

ფსიქოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ ბავშვები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ოთახი  მეტად დამოუკიდებლები და მობილიზებულები არიან, ამიტომ აუცილებელია შევქმნათ მათთვის ისეთი გარემო, რომელიც  საკუთარი თავის აღმოჩენასა და დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ. ზოგადად კი ბავშვს დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი უჩნდება 3-4 წლის ასაკიდან და  მათთვის მისაღები ხდება, ცალკე ოთახში ცხოვრება, რათა მეტი სიმყუდროვე ჰქონდეთ და ხელი არავინ შეუშალოს გართობასა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებაში.

გირჩევთ საწოლის თავი გააფორმოთ, ლამაზად კედლის დეკორის გამოყენებით, ყველა პატარას მოსწონს მისთვის სასურველი სიტყვები, მაგალითად დაიძინოს შემდეგი წარწერის ქვეშ „მშვიდობიანი ღამე ძვირფასო“ ღამის განმავლობაში სასურველი ოთახში მუქი ფარდების ჩამოფარება დაეხმარება თქვენ პატარას სრულყოფილ ძილსა და მოსვენებას მიეცეს, ფსიქოლოგების მიერ კი ძილის რეკომენდირებულ დროდ აღიარებულია მინიმუმ 8 საათი.

ყოველთვის ყველაზე მთავარია, ოთახის სწორად მოწყობა, საქმეს გაგიმარტივებთ ინტერიერის დიზაინის პროგრამები, რომლებიც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ხელშესახები გახადოთ ყველაფერი ჯერ ვირტუალურად: პროგრამაში აეწყოს თუ რისი განთავსება გსურთ ოთახში და შემდეგ ზუსტად იმავე შედეგზე გახვიდეთ, როდესაც ავეჯს დაამზადებენ, ჩვენი პარტნიორი კომპანიები.

დაჯავშნე შეხვედრა შესაბამისი დარგის  კომპანიასთან, დააწკაპე აქ-დაკავშირება 592 78 12 12

კარგია თუ ოთახში წარმოდგენილი იქნება ტევადი სათავსოები, კარადები, ტუმბოები, ასევე ორთოდონტული ტიპის მატრასი  თანამედროვე საწოლთან ერთად. ბავშვებს უყვართ სარკეში პრანჭვა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა  სხვა რაკურსში. ამიტომ უმჯობესია კარადის კარზე დიდი სარკე ეკიდოს, რომელიც გაახალისებს ბავშვების ოთახს,  უფრო ნათელსა და მხიარულს გახდის გარემოს. საწოლს ყოველთვის უხდება დაწინწკლული, ზოლიანი, გეომეტრიული ფიგურების ორნამენტებით გაფორმებული გადასაფარებელი.

ბავშვებს მოსწონთ, როცა ოთახში ყველაფერს ათავსებენ , მოზრდილი ზომის ტევადი სივრცეები ამაში ხელს ნამდვილად შეუწყობს, თუმცა თუ ოთახში წარმოდგენილია საწერი მაგიდა,  ტელევიზორი, კომპიუტერი ან ნოუთბუქი და ბავშვის ჰობისთვის სივრცე ჩაშენებულია კედელში, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს.

გარდა ამისა ოთახის განათებასაც დიდი მნიშნველობა აქვს, ამიტომ დაბალანსებული შუქი, შესაძლოა როგორც ჭაღიდან ასევე ტორშინებისა და ბრების გამოყენებით მივიღოთ, ეს საშუალებას მისცემს თქვენ პატარას, ყოველთვის გამოიყენოს ის ნათება, რომელიც მისი საქმიანობის მომენტს შეესაბამება.

დიზაინერები ყოველთვის ცდილობენ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგმონ ოთახის გაფორმების გზები და საშუალებები, ამიტომ წინასწარ რთულია გადაწყვიტო, თუ არ ჰკითხეთ პატარას, თუ როგორი გარემო მოეწონება  მას, ამაში საუკეთესო დახმარებას გაგიწევთ ქოუჩი. თუმცა თანამედროვე კვლევების თანახმად, ხშირად ირჩევენ ბავშვები კოსმოსისა და სხვა მისტიკურ ფერთა პალიტრას.

ასევე ბავშვებს უყვართ კომფორტულად მოკალათება და წიგნების კითხვა თუ ნახატების დახატვა, რაც შესაძლებლობას ქმნის შესანიშნავად განიტვირთონ და აღინდგინონ ენერგიები. აქედან გამომდინარე მათ მოსწონთ, თუ რბილ სავარძელში ან მოხერხებულ ფუპში ჩასხდებიან და დაკავდებიან მათთვის საინტერესო და საყვარელი საქმით.

 

HTB1y-Abah-ACWBu-Njy0-Faq6x-Ul-XXa-D-1500x1500

 

416
ბავშვების ოთახი
to-top